მესამე დღეა მტკვარში დაკარგულ ქალს ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მცხოვრებ 55 წლის მზია ბარბაქაძეს უკვე სამი დღეა ეძებს. როგორც „კვირას“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები მდინარე მტკვარზე, ბორჯომი-ქარელის მონაკვეთში მიმდინარეობს.
როგორც ახალდაბის თემის რწმუნებული აცხადებს, 55 წლამდე ასაკის ქალბატონი სახლიდან 2 მაისს გავიდა. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუმარტეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები