კაჭრეთში 60 წლის ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს

 

კახეთში, კაჭრეთში 60 წლის ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს. „კვირას“ ინფორმაციით, მოხუცი ავადმყოფობდა, რის შედეგადაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ქალბატონის ცხედარი სასამართლო – სამედიცინო ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად გადაიყვანეს, თუმცა ოჯახის წევრების მოთხოვნის შედეგად ექსპერტიზა არ ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები