საგანგებო სიტუაციების მაშველებმა 5 ადამიანი გადაარჩინეს

წუხელ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ერთდროულად 2 შეტყობინება შევიდა. ორივე შეტყობინების მიზეზი მდინარე მტკვრის მოულოდნელი ადიდება გახდა.
მანქანა, რომელიც მტკვრის მეორე ნაპირზე მის ადიდებამდე გადავიდა, მდინარეში აღმოჩნდა, მასში 3 ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი და მათ სამივე მათგანის უვნებლად გადმოყვანა შეძლეს. ასევე, მდინარე მტკვრის ადიდების გამო ერთ-ერთ ბორცვზე 2 მწყემსი დარჩა, მაშველებმა მოგვიანებით მათი გადარჩენაც შეძლეს. საბოლოოდ, მაშველებმა 5 ადამიანი გადაარჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები