შს მინისტრის მოადგილე ევროპარლამენტარ ანდრეს მამიკინსს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, შსს-ს ადმინისტრაციის უფროს ლელა ჩიქოვანთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელ შალვა კვინიხიძესთან ერთად ევროპარლამენტარს, ევროპარლამენტში საქართველოზე მომხსენებელ ანდრეს მამიკინსს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას და ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგის იმ ნაწილის განხორციელებას, რომელიც უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხება.
შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ ევროპარლამენტარს ინფორმაცია მიაწოდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. თავის მხრივ, ანდრეს მამიკინსმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროებში მიღწეულ პროგრესზე, რომლის აღნიშვნაც 2015 წელს რიგის სამიტზე აუცილებლად უნდა მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები