C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის 8000 ფლაკონი უკვე საქართველოშია (ვიდეო)

C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი ცოტა ხნის წინ განაბაჟეს. მედიკამენტი კომპანია „გილიარდმა“ საქართლოს მოსახლეობას უფასოდ გადმოსცა ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისათვის.
პრეპარატს C ჰეპატიტით დაავადებული პირები ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე მიიღებენ. დაავადებულმა პირებმა სამინისტროში უნდა წარმოადგინონ ფორმა 100 და ყველა საჭირო კვლევა , სადაც აღნიშნული იქნება, დაავადების სიმძიმისა და ხასიათის შესახებ. პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩაერთვებიან პაციენტები, რომელთა ღვიძლის მდგომარეობა რთულია და აკმაყოფილებენ პროგრამის პირველ ეტაპზე ჩასართვ კრიტერიუმებს. კომისია, რომელიც განსაზღვრავს მოხვდება თუ არა პაციენტი პროგრამის პირველ ეტაპზე უახლოეს კვირაში შეიკრიბება. პაციენტებმა დოკუმენტაციისათვის საჭირო ფორმა 100 შემდეგი კლინიკებიდან უნდა წარმოადგინონ: 1. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი 2. “ჰეპა” 3. “ნეოლაბი” და 4. “მრჩეველი” ეტაპობრივად, პროგრამას სხვა კლინიკებიც შემოუერთდებიან, მათ შორის რეგიონებშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები