უცხოური მედია – საქართველოს პროდასავლელი თავდაცვის მინისტრის მზერა ნატოსკენ იქნება მიმართული

პრემიერი თავდაცვის უწყებაში ნატოს თვალში პროდასავლელ მინისტრს ნიშნავს, – ასე ეხმაურება სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის წარდგენას. გამოცემა აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისთვის პარლამენტის მიერ ხელახალი ნდობის გამოცხადება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა თანამდებობა დატოვა. განვითარებულ მოვლენებს „კრიზისს“ უწოდებს გამოცემა „Newsdesk“ და სტატიას აქვეყნებს სათაურით – „საქართველოს მთავრობის კოლაფსი“. სტატიაში ანალიტიკოს ვილ დანბერის მოსაზრებაც არის მოყვანილი.
„კვირაში ერთი მინისტრის წასვლა ცუდია, სამი მინისტრის დაკარგვა კი უკვე არასერიოზულობაა. არასერიოზულობა ერთ-ერთია, რაც ამ მთავრობას კარგად გამოსდის“,- აცხადებს ანალიტიკოსი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე პრეზიდენტ თინა ხიდაშელის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრობის თანამდებობაზე ტარიელ ხეჩიკაშვილის, გარემოს დააცვის მინისტრის პოსტზე კი გიგლა აგულაშვილის კანდიდატურა შესთავაზა, თუმცა პრეზიდენტმა ხელმოწერის პროცესი ერთი კვირით გადადო და მთავრობას მშვიდ ვითარებაში ჩამოყალიბება ურჩია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები