ტარიელ ხეჩიკაშვილი: ვიცი, რაც სჭირდება სპორტს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილი ტარიელ ხეჩიკაშვილი მიიჩნევს, რომ იმ სფეროზე საუბარი, რომელსაც იბარებს, ნაადრევია და, მისი თქმით, სპორტის სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბარი უპრიანი ერთი კვირის თავზე იქნება. ხეჩიკაშვილი ასევე აცხადებს, რომ მისი სამოქმედო გეგმა, პირველ რიგში, იმ ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს, რომელიც ორინეტირებული შედეგებსა და ერთიანობის შენარჩუნებაზე იქნება.
“ვიცი, რაც სტკივა სპორტს და ამის შესახებ, უპრიანი იქნება ერთი კვირის თავზე ვილაპარაკო. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ერთიანობა იქნას შენარჩუნებული და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პირველი ნაბიჯი ის იქნება, რომ ჩვენ ზუსტად უნდა ჩამოვაყალიბოთ ის სამოქმედო გეგმა, რითიც წინ წავალთ და ჩვენი თითოეული ნაბიჯი შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საერთო საქმე ვაკეთოთ და ამისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებთ”, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 10:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე ტარიელ ხეჩიკაშვილი წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები