ლიტვის ელჩი საქართველოში ღირსების ორდენით დაჯილდოვდა

ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი, მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. საქართველოს პრეზიდენტის სახელით ელჩს ჯილდო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ბერუჩაშვილმა გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იონას პასლაუსკასი 2010 წლიდან საქართველოში ლიტვის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი იყო. საქართველოში მოღვაწეობის ხუთი წლის განმავლობაში მან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის, პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ხალხთა შორის კავშირების განმტკიცებას.
2013 წელს ლიტვის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობდა ვილნიუსის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მზადებაში და დიდი წვლილი შეიტანა სამიტზე საქართველოს წარმატებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები