თინა ხიდაშელმა გენშტაბის უფროსს დავალებები მისცა

თავდაცვის მინისტრის კანდიდატი თინა ხიდაშელი საქართველოს გენშტაბის უფროსს ვახტანგ კაპანაძეს ქუთაისის პარლამენტში შეხვდა. თინა ხიდაშელმა კაპანაძეს უკვე გარკველი დავალებებიც მისცა.
„შევხვდი ქალბატონ თინას. ვისაუბრეთ მომავალ გეგმებზე, არსებულ ვითარებაზე. რაღაც გარკვეული მონახაზები ჩამოვაყალიბეთ, მივიღე გარკვეული მითითებებიც და შემდგომში ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.
გენშტაბის უფროსმა კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, განაცხადა, რომ თინა ხიდაშელს ამ თანამდებობაზე მუშაობა არ უნდა გაუჭირდეს.
„ძალიან ბევრ ქვეყანაშია უკვე თავდაცვის მინისტრი ქალბატონი. ასე რომ, არ მგონია, ქართველ ქალბატონს გაუჭირდეს მსგავსი თანამდებობაზე გაძღოლა“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები