თინა ხიდაშელი: უკვე თავდაცვის მინისტრი ვარ

 მე უკვე დანიშნული ვარ, როგორც თავდაცვის მინისტრი, – ამის შესახებ ხიდაშელმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელ ვახტანგ კაბანაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კაპანაძემ განმარტა, რომ მას უახლოეს მომავალში საზღვარგარეთ საქმიანი ვიზიტები აქვს დაგეგმილი, რის გამოც ქვეყანას ტოვებს და მომავალ მინისტრთან წინასწარ მართავს შეხვედრას. კომენტარი გააკეთა თინა ხიდაშელმაც.
“ვიზიტი სწრაფად არის დაგეგმილი და ჩვენ ვერ მოვასწრებდით თბილისში შეხვედრას. ამიტომ დღესვე გადავწყვიტეთ გვესაუბრა“, – აღნიშნა ხიდაშელმა.
თუმცა ჯერ თქვენ არ ხართ თავდაცვის მინისტრი – შენიშნა ჟურნალისტმა ხიდაშელის აღნიშნული კომენტარის საპასუხოდ, რაზეც ხიდაშელმა განაცხადა, რომ ის უკვე თავდაცვის მინისტრია.
“ მე უკვე დანიშნული ვარ, როგორც თავდაცვის მინისტრი, პარლამენტის კენჭისყრა საჭირო არ არის“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები