ვიზიტორთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 0,4 პროცენტით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე 2015 წლის აპრილში გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის აპრილის თვე 394 634 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 0,4 %-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-აპრილის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 381 000 ვიზიტი განხორციელდა, რაც -1,6%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი – 491 378 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35,6%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 6%); ბ) ტრანზიტი – 298 539 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 21,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 11%); გ) სხვა – 591 083 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 42,8%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3%).
2015 წლის აპრილშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-1,7%), აზერბაიჯანიდან (+8%), სომხეთიდან (-1,3%), რუსეთიდან (-0,7%) და უკრაინიდან (-17%) განხორციელდა.
ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-აპრილშიც გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად, 67%, 42% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან უზბეკეთი (101%) და ყაზახეთი (29%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 37% და 28%–იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან გამოირჩა არაბთა გაერთიანებული საემიროები – 540%-იანი მატებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები