რა ქონებას ფლობს თინა ხიდაშელი და მისი ოჯახი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და მის მეუღლეს თინათინ ხიდაშელს დეკლარაციები ერთ დღეს, 2015 წლის 5 იანვარს აქვთ შევსებული. თინა ხიდაშელი მეუღლესთან, დავით უსუფაშვილთან ორ ვაჟთან (ალექსანდრე უსუფაშვილი, გრიგოლ უსუფაშვილი) და დედასთან (ზიზილა ურგებაძე) ერთად ცხოვრობს.
ოჯახის საკუთრებაში არსებული ორი ბინა, თბილისში ფანასკერტელის ქუჩაზე # 80 და 81 ნომრებში მდებარეობს, რომელთა ფართობიც 116 კვ.მ. და 60 კვ.მ-ია, თინა ხიდაშელის სახელზეა. საგარეჯოს რაიონის სოფელ ანთოკში -120.00 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი და 1000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი თინა ხიდაშელის დედას (ზიზილა ურგებაძეს) ეკუთვნის. დავით უსუფაშვილი ფლობს მსუბუქ ავტომანქანას lexus RX330 -ს.
რაც შეეხება წყვილის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას ხიდაშელის მიმდინარე ანგარიშზე „თი-ბი-სი ბანკში“ – 115462.10 ლარი კრედიტი (+) და 14885.00 ევრო კრედიტი(+), სახელფასო ანგარიშზე ბანკ „ქართუში“ კი, 169.00 ლარი დებეტი (-) იყო. ხოლო დავით უსუფაშვილის მიმდინარე ანგარიშზე „თი-ბი-სი ბანკში“ 19047.16 ლარი, ამავე ბანკში – 30147.78 დოლარი, საბარათე ანგარიშზე -18035.00 დოლარი იყო.
ზიზილა ურგებაიძეს „ლიბერთი“ ბანკის საპენსიო ანგარიშზე კი, 800 ლარი ერიცხებოდა.
რაც შეეხება უსუფაშვილ -ხიდაშელის შვილებს, დეკლარაციის მიხედვით, ალექსანდრე უსუფაშვილს „თი–ბი–სი ბანკის“ ანაბარზე 16800.00 დოლარი, გრიგოლ უსუფაშვილს ამავე ბანკში კი, 11200.00 დოლარი ჰქონდათ. დეკლარაციის შევსებისას ნაღდი ფულის სახით თინა ხიდაშელს 5000.00 ლარი, დავით უსუფაშვილს 8000.00 ლარი, ხოლო ზიზილა ურგებაძეს 9000.00 ამერიკული დოლარი ჰქონდათ.
რაც შეეხება სამსახურიდან მიღებულ ანაზღაურებას, 2014 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხიდაშელს პარლამენტის წევრობის დროს მიღებული აქვს 55989.35 ლარი, ხოლო დავით უსუფაშვილს – 79083.00 ლარი. დეკლარაციის მიხედვით, თინათინ ხიდაშელმა წინა წელს ქველმოქმედებისთვის 9700.00 ლარი გაიღო. საერთაშორისო ორგანიზაციიდან გრანტის სახით მისი შემოსავალი 21540.00 ევროს შეადგენდა. ამავე წელს, თინათინ ხიდაშელმა სწავლის გადასახადისთვის 4300.00 ლარი გასცა. უსუფაშვილ-ხიდაშელის მიერ შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ისინი არ ფლობენ ფასიან ქაღალდებსა და ძვირად ღირებულ ნივთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები