შალვა თადუმაძე: მთავრობის ყველა წევრი უფლებამოსილია, განახორციელოს თავისი საქმიანობა

მთავრობის ყველა წევრი უფლებამოსილებას ინარჩუნებს და, შესაბამისად, მთავრობა უფლებამოსილია თავისი საქმიანობა განახორციელოს – აღნიშნული მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ განაცხადა. მისი თქმით, შვიდი დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს გადაუგზავნის მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას, რათა იმსჯელოს ნდობის საკითხზე.
“პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება გახლავთ, შვიდ დღეში გადააგზავნოს პარლამენტში. მთავრობა ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას აგრძელებს, ყველა მინისტრს გააჩნია უფლებამოსილება”, – განაცხადა თადუმაძემ.
კითხვაზე, ვიდრე კენჭისყრა იქნება, შეუძლიათ თუ არა მინისტრებად წარდგენილ პირებს მივიდნენ სამინისტროებში და მუშაობა დაიწყონ, თადუმაძემ განაცხადა, რომ ბუნებრივია.
“მთავრობის ყველა წევრი, რომელიც დანიშნულია მინისტრის თანამდებობაზე, უფლებამოსილია, განახორციელოს მინისტრის უფლებამოსილება”, – განაცხადა თადუმაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი უკვე არიან მინისტრები და მათაც შეუძლიათ განახორციელონ მინისტრის უფლებამოსილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები