დავით უსუფაშვილი მთავრობისგან პარლამენტარების მინისტრებად დანიშვნის ბრძანებების მიღებას ელოდება

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიდრე ახალი მთავრობის ნდობის საკითხი დადგება პარლამენტში, მანამდე ორ პარლამენტარს, რომლებიც მინისტრებად დაინიშნენ, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ.
„პარლამენტის ორი წევრი პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის წევრებად დანიშნა. რა ხდება ახლა და ამის შემდეგ. შეუთავსებელია მინისტრისა და პარლამენტის წევრის სტატუსი და, შესაბამისად, უნდა დაიწყოს მათთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურები. ამასობაში კანონი გარკვეულ მექანიზმებს ადგენს, პირველი ის, რომ დანიშნული მინისტრები არიან სრულფასოვანი, უფლებამოსილი მინისტრები.
რაც შეეხება პარლამენტის წევრის სტატუსის შეწყვეტას, ამის თაობაზე უნდა იმსჯელოს საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა. მე ვთხოვე მთავრობის ადმინისტრაცის ხელმძღვანელს, რომ გამოაგზავნოს ბრძანებები მინისტრებად დანიშვნის თაობაზე, ჩვენ მას გადავცემთ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც მოამზადებს საკითხს პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გამოსატანად. მათ უნდა ჰქონდეთ უფლებამოსილება შეწყვეტილი, სანამ ნდობის საკითხი შემოვა კენჭისყრაზე“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები