თბილისის საკრებულოს აპარატი მოხელეთა ატესტაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

თბილისის საკრებულოს აპარატი წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის მოხელეთა ატესტაციის ჩატარების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 81-ე, 82-ე და 83-ე მუხლებისა და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილების საფუძველზე, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო პირობებს აცხადებს.
ატესტაცია ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპს-ტესტირებას მიმდინარე წლის 16 მაისს იუსტიციის სასწავლო ცენტი ჩაატარებს. ხოლო მეორე-ეტაპს-გასაუბრებას კი, დედაქალაქის წარმომადგენობითი ორგანო არაუგვიანეს 20 ივნისისა.
ატესტაციის პირველი ეტაპის-ტესტირების მინიმალური გამსვლელი ზღვარი, კანდიდატის მიერ გაცემული სწორი პასუხების 65,5 %-ით, ანუ 40 ქულით იქნება განსაზღვრული”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები