მოქალაქეებისთვის, ვისაც ,,სითი პარკთან” პრობლემა შეექმნება, „ცხელი ხაზი“ მოქმედებს

პარტია ,,თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო შალამბერიძის განცხადებით, ,,სითი პარკის“ საქმიანობით თბილისელების უმრავლესობა დაზარალებულია. ამიტომ, კომპანიის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე მომსვლელთა რაოდენობა თანდათანობით იზრდება.
,,სითი პარკის” ოფისთან გამართულ აქციაზე არავინ იკადრა გამოსვლა ოფისიდან და ჩვენთან, ან იმ ხალხთან შეხვედრა, რომელთაც ყოველდღიურად ატყავებენ. მომხრეები, ცხადია, მოგვემატნენ, ინტერესი ძალიან დიდია, რადგან მთელი თბილისი დაზარალებული ან შეურაცხყოფილია ამ თავხედი კომპანიისგან,“- განაცხადა ალეკო შალამბერიძემ გაზეთ”ალიასთან” საუბრისას.
ამავე ინტერვიუში, შალამბერიძე „ცხელი ხაზის“ ნომრებს იმ მოქალაქეებისთვისაც აანონსებს, რომლებსაც “სითი პარკთან” პრობლემები შეექმნათ.
,,მოქალაქეებს შევპირდით და ჩვენი სიტყვა შევასრულეთ კიდეც. ექსკლუზიურად გაძლევთ „ცხელი ხაზის“ ტელეფონის ნომრებს – 593 50 54 55 და 593 41 75 86 – ვისაც პრობლემები შეექმნება “სითი პარკის” თანამშრომლებთან, ამ ნომრებზე უნდა დარეკონ, მობილური ჯგუფები უკვე შექმნილია და ოპერატორები მათ გადასცემენ, თუ თბილისის რომელ ქუჩაზე სჭირდება ჩვენი დახმარება კონკრეტულ მოქალაქეს. ცხადია, მობილური ჯგუფები მაშინვე იქ გაჩნდებიან მოქალაქეთა დასახმარებლად“,- განაცხადა შალამბერიძემ.
ამასთან, შალამბერიძე იმედოვნებს, რომ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ,,სითი პარკის” წინააღმდეგ იმოქმედებს და მოსახლეობას გვერდით დაუდგება.
,,დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს იწყებს ,,სითი პარკთან” 4-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. სიმართლე გითხრათ, იმედით ვუყურებ მის ინიციატივას. მგონია, რომ ნარმანია ,,სითი პარკის” წინააღმდეგ ბრძოლაში, ბოლოს და ბოლო,ს ხალხის მხარეს დადგება და ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს კომპანია გავაძევოთ თბილისიდან. თუ ასე არ მოხდა, ნარმანიამ დანაპირები არ შეასრულა, ან ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდა, მაშინ, უკაცრავად და, ნარმანიასაც ,,მივაწვებით” – ახლა თბილისში ისაა ყველაფერზე პასუხისმგებელი და არ ვაპირებთ, მას ხელი დავაფაროთ”, – აცხადებს ალეკო შალამბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები