რომელი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს ჰყავთ ქალი მინისტრები – ფოტოკოლაჟი

საქართველოში თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის წარდგენის შემდეგ სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება ძალოვანი უწყების ხელმძღვანელად ქალის დანიშვნის მიზანშეწონილობა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „კვირამ“ მასალა მოიძია და აღმოჩნდა, რომ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ქალის დანიშვნა ევროპაში არცთუ იშვიათი შემთხვევაა.
მაგალითად, ევროპის ოთხი ქვეყნის – გერმანიის, ჰოლანდიის, შვედეთის და ნორვეგიის თავდაცვის უწყებებს ქალი მინისტრები ხელმძღვანელობენ.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი თანამდებობაზე 2013 წელს, ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრი ჟანინ ჯენის პლასშერტი 2012 წელს, შვედეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი კარის ენტრემი 2012 წელს, ხოლო ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ინე ერიკსენ სერეი 2013 წელს დაინიშნა. ქალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს ასევე ალბანეთს. ის ამ თანამდებობას 2013 წლიდან იკავებს. მიმი კოდელი ოფიციალური ვიზიტით საქართველოშიც იმყოფდებოდა და ქვეყნის ხელმძღვანელობას შეხვდა.
ცნობისთვის, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც გერმანიის ისტორიაში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი გახდა, თავიდანვე საკმაოდ ხისტი პოლიტიკის გატარება დაიწყო. მან კოლეგებს ევროპის ერთიანი შეიარაღებული ძალების შექმნისკენ მოუწოდა, რათა ევროკავშირის და ნატოს ძალები გაძლიერებულიყო.
მოგვიანებით, მან ავღანეთში გერმანიის სამხედრო ბაზა მოინახულა, სადაც სინანული გამოთქვა მისიის შეწყვეტასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ გერმანიის ძალები ამ ქვეყანაში დარჩებიან და დაასრულებენ იმას, რაც დაიწყეს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე სხვა ქვეყნებში სამშვიდობო მისიებში ჩართვის ინიციატივით გამოვიდა, კერძოდ, სირიაში, მალიში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.
შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელის კანდიდიდატურა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარადგინა. ხიდაშელი ნდობის გამოცხადების შემთხვევაში თავდაცვის უწყების მეექვსე ქალი მინისტრი იქნება.  ის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

ალბანეთის თავდაცვის მინისტრი – მიმი კოდელი11168380_10152902486969779_73331689765926718_n


გერმანიის თავდაცვის მინისტრი – ურსულა ფონ დერ ლაიენი10394061_10152902487164779_6570722632703947429_n


ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრი – ჟანინ ჯენის პლასშერტი11012997_10152902487394779_993274001174511784_n


ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი – ინე ერიკსენ სერეი11182187_10152902487659779_8218604691497061786_n


შვედეთის თავდაცვის მინისტრი – კარის ენტრემი10325268_10152902487864779_3825850421265912310_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები