დავით საგანელიძე: ქალბატონ თინასა და ბატონ გიგლას კარგი მენეჯერული პოტენციალი აქვთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს დავით საგანელიძეს მიაჩნია, რომ თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი, მათი მენეჯერული პოტენციალიდან გამომდინარე, თავიანთ უწყებებში წარმატებულები იქნებიან.
“გაივლის დრო და შეფასება ყველაზე სწორი მაშინ იქნება. თუმცაღა, მე ოპტიმიზმით ვარ. როგორც ქალბატონ თინას, ასევე ბატონი გიგლას აქვს ის პოტენციალი, რომ კარგი მენეჯერები იყვნენ თავიანთ უწყებებში”, – განაცადა დავით საგანელიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება. კერძოდ, თავდაცვის მინისტრი – თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები