ლევან ბერძენიშვილი თინა ხიდაშელზე: პარლამენტისთვის ეს სერიოზული დანაკლისია
დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, დღევანდელი სამი კანდიდატურა, რომელმაც პარლამენტიდან შესაძლოა, მთავრობაში გადაინაცვლოს, საქართველოს პარლამენტისთვის დიდი დანაკლისი იქნება. ბერძენიშვილისთვის ის ფაქტი, რომ მთავრობაში სამი „რესპუბლიკელი“ მინიტრი იქნება, კოალიციისთვის და ასევე, კულტურული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წარმატებაა.
„ეს არის საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის არჩევანი. მიგვაჩნია, რომ პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა იყოს კოალიციაში, სწორედ ამას გულისხმობს. მთავრობაში იქნება სამი „რესპუბლიკელი“ მინისტრი. ეს სერიოზული და მნიშვნელოვანი წარმატება არის კოალიციური და კულტურული თვალსაზრისით. რაც შეეხება ჩვენს კოლეგებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარმატებულები იქნებიან. პარლამენტისთვის ეს სერიოზული დანაკლისია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კომპენსირდება, ჩვენც და ჩვენს პარტნიორებსაც უმრავლესობაში იმედი გვაქვს, რომ კიდევ გვყავს კადრები”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება. კერძოდ, თავდაცვის მინისტრი – თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი – გიგლა აგულაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ტარიელ ხეჩიკაშვილი.