ირაკლი ღარიბაშვილი: მერაბიშვილი კრიმინალი აღმოჩნდა

  მერაბიშვილი აღმოჩნდა კრიმინალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. პრემიერი ამნისტიციის თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი რომ არ მოსულიყო, პროცესები მძიმედ დასრულდებოდა.
“მოხდა შთანთქმის გაუქმებაც, რისი მეოხებითაც იგივე მერაბიშვილს 5 წელი მიესაჯა, სიმბოლურია, სხვათა შორის, ეს დამთხვევაც, 5 წელი “ნაციონალური მოძრაობის” ნიშანთან თანხვედრაში მოვიდა, ვინაიდან დადასტურდა, რომ რეალურად მერაბიშვილი აღმოჩნდა კრიმინალი და დავინახეთ, რომ ამ ადამიანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა თურმე მოქალაქეს წაართვა სახლი და თავის ოჯახს აცხოვრებდა წლების განმავლობაში. ეს დადასტურდა დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში და დამოუკიდებელი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად მას მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ასევე დადასტურდა მოსყიდვის ფაქტი, დადასტურდა ისიც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს იყენებდნენ საკუთარი პოლიტიკური პარტიისთვის, ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ასევე დადასტურდა 26 მაისის არაადამიანური დარბევა, რის შედეგადაც 5 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები