ირაკლი ღარიბაშვილი: „ნაციონალ“ რადიკალებთან დიალოგი დავასრულე

  მე ამ რადიკალებთან დავასრულე დიალოგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, იგი მძიმე დანაშაულში მხილებულ “ნაციონალებს” უკვე დიდი ხანია აღარ ესაუბრება.
„მე ამ ადამიანებს აღარ ვესაუბრები უკვე დიდი ხანია. მე მაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, ვგულისხმობ საპარლამენტო ოპოზიციას „ნაციონალებს“. მე ამ რადიკალებთან დავასრულე დიალოგი. მე არ ვაპირებ მათთან საუბარს, რადგან ეს ადამიანები, მათი ხელისუფლება და მათი რეჟიმი მხილებული არიან ისეთ მძიმე დანაშაულებში, როგორიცაა: ადამიანების მკვლელობა, ადამიანების გატაცება, წამება, გაუპატიურება, ბიზნესის წართმევა და ა.შ”. ირაკლი ღარიბაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობას”
დისკრედიტებული ორგანიზაცია უწოდა და განაცხადა, რომ სწორედ ამიტომ ის მათ კითხვებს არ უპასუხებს.
„იმ დროს, როდესაც ამერიკაში ვარ ჩასული ჩემი ქვეყნის იმიჯის გასაძლიერებლად და ქვეყნის ინტერესების დასაცავად, ვიღაც ჭკუათმყოფელი უკვეთავს სტატიას, გარკვეულ თანხას იხდიან, ამბობენ, რომ ჩვენ ვართ იანუკოვიჩის ანალოგი, რაღაც პარალელს ავლებენ. ეს სასაცილოა, უბრალოდ ასეთი ადამიანები ამერიკელი პოლიტიკოსების თვალში და, ზოგადად, ევროპელი ცივილიზებული ადამიანების თვალში არიან დისკრედიტებულები და იაფფასიანი პროვოკატორები”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები