„ჩვენი მიზანი საქართველოს ტერიტორიების გამთლიანებაა“

  როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, ჩვენ ვართ ძალიან პრინციპულები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიზანი საქართველოს ტერიტორიების გამთლიანებაა.
„როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, ჩვენ ვართ ძალიან პრინციპულები. ეს არის ჩვენი ისტორიული მიწა-წყალი. ჩვენი ძმები ოსები და აფხაზები იყვნენ, ისინი არიან მოძმე ხალხი, რომლებთანაც უდიდესი ისტორია გვაკავშირებს. ჩვენ საერთო კულტურა, საერთო ტრადიციები გვაქვს, ეს ყველაფერი ჩვენია. ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ, უნდა ვიფიქროთ, როგორ გავიდეთ ბოლოში და რა არის ჩვენი მიზანი? – ჩვენი მიზანი არის ის, რომ დროთა განმავლობაში ჩვენი ტერიტორიები გამთლიანდეს. შესაძლოა, დღეს ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ 3-5 წელიწადში მივაღწევთ იმ კონდიციამდე, რომ უფრო გამარტივდეს დიალოგი“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები