რაზე გაეხუმრა ობამა ღარიბაშვილს?

აშშ-ის პრეზიდენტმა მითხრა, რომ ის 24 -საათიან მეგობრობას მთავაზობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.
“აშშ-ის პრეზიდენტმა მითხრა, რომ ის 24- საათიან მეგობრობას მთავაზობს და ნებისმიერ დროს შემიძლია მას დავურეკო და ვთხოვო დახმარება თუ რჩევა. ბუნებრივია, ეს მეგობრული ჟესტი იყო. ასევე ვიცე-პრეზიდენტმაც, რომლითაც ასევე მოვიხიბლე, დამიდასტურა, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია მასთან მეგობრული საუბარი. რატომაც არა, ახალგაზრდა ვარ და მე მჭირდება რჩევები ჭკვიანი და ბრძენი ადამიანებისგან. სხვათა შორის, ჩემს ასაკთან დაკავშირებით პრეზიდენტი ობამაც გამეხურმა – მე ვუყვებოდი იმ პერიოდზე, როცა საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, რა რთული დრო იყო. მაშინ პრეზიდენტი გამეხუმრა, რომ მე არ მემახსოვრებოდა ის, რადგან 5-6 წლის ვიქნებოდი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები