თბილისში ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ერთმანეთს მოტოციკლეტი და “ფოლკსვაგენის” მარკის მანქანა შეეჯახა. გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი, ავტომანქანის მძღოლი კი დაშავებულია და გადაყვანილია საავადმყოფოში.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია საქმე 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის ექსპლუატაციის და უსაფრთხოების წესის დარღვევას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები