„აშშ-ში ყოფილი ხელისუფლების ხსენებით დრო არ დაგვიკარგავს“

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით, აშშ-ში შეხვედრების დროს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ არ უსაუბრიათ. როგორც პრემიერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღნიშნა, ოპოზიციაზე საუბრით მას დრო არ დაუკარგავს.
“მინდა გითხრათ და გავახარო მთლიანად საქართველოს მოსახლეობა და “გავახარო” ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ არათუ მათი გვარების ხსენება არ ყოფილა ამერიკაში, არამედ მათზე ჩვენ დრო არ დაგვიკარგავს. ჩვენ დროს ძალიან კარგად გავუფრთხილდით და მომავალზე ვისაუბრეთ. არავითარი გვარების ხსენება არ ყოფილა. ბუნებრივია, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჯანსაღი და კონსტრუქციული ოპოზიცია საქართველოში არ არსებობს. ის, რაც დაგვხვდა ჩვენ პარლამენტში და ძალიან ეწყინათ, როდესაც ვთქვი, შემთხვევით მოხვდნენ- მეთქი, აღარ მინდა ჩაღრმავება, რა და როგორ მოხდა, დაშინებით და ასე შემდეგ, ძალიან რთული სიტუაცია იყო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, პრემიერის თქმით, მას დიდი სურვილი აქვს, რომ გარეთ დარჩენილი ოპოზიცია გაძლიერდეს.
“ჩემი სურვილია, რომ რეალურად საქართველოში ვიხილოთ კონსტრუქციული და ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის ინტერესებზე იქნება ორიენტირებული და არა საკუთარ პარტიული ინტერესებზე”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები