დიდ დიღომში ავტომობილი ცხენს დაეჯახა – ფოტოკოლაჟი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ცხენი გადაარჩინეს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა დიდი დიღმის დასახლებაში მოხდა. როგორც პრესსამსახურში „კვირას“ განუცხადეს, სააგენტოს მომხდარის შესახებ უცნობმა მოქალაქემ შეატყობინა.
„უმეთვალყურეოდ მყოფმა ცხენმა ავარიის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო და დახმარებას საჭიროებდა. სამაშველო ეკიპაჟმა და მუნიციპალური თავშესაფრის ვეტექიმმა დავით ომარაშვილმა ცხოველს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა, თუმცა ვინაიდან მას არ გამოუჩნდა პატრონი და საჭიროებს მკურნალობას, გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში. ამჟამად ცხენის მდგომარეობა სტაბილურია, ძლიერი ტრავმის შედეგად დაზიანებული აქვს უკანა მარჯვენა კიდური და  ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ჩვენ იმედი გვაქვს, მას  მეპატრონე მალე გამოუჩნდება“, – აცხადებენ სააგენტოში.

15820_833486616732810_4607517948239374092_n

11071301_833486596732812_7203489840252744866_n

11118837_833486513399487_902721927620969483_n

11150910_833486476732824_7436440428553690091_n

11178190_833486640066141_3312302113960174516_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები