გიორგი მარგველაშვილი: ველი, რომ რიგაში საქართველოს ევროპული არჩევანი ნათლად დაფიქსირდება

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის რიგის სამიტზე ელის, რომ საქართველოს ევროპული არჩევანის ნათლად დაფიქსირება მოხდება.  როგორც პრეზიდენტმა „მაესტროს ცხრიანში“ სტუმრობისას განაცხადა, ევროპა ვერ იქნება შემდგარი, თუკი საქართველოს შესაბამის გარემოში არ იქნება.

„საქართველოს ნათელ ხედვას ევროპასთან მიმართებაში ევროპამ უნდა უპასუხოს ასევე ნათელი ხედვით საქართველოსთან მიმართებაში. ევროპაში სულ უფრო მეტი სახელმწიფო და ლიდერები იზრებენ იმას, რომ სტაბიულური ევროპა, როგორც ეკონომიკური ისე უსაფრთხოების საკითხებში ვერ შედგება,  თუ არ გადაწყდება საკითხები აღმოსავლეთ ქვეყნების პარტნიორობასთან დაკავშირებით, თუ შუა  ევროპაში იქნება ომი, ისე როგორც ახლა ხდება უკრანაში ევროპა ვერ იქნება სტაბილური, თუ საქართველოს, როგორც უმნიშვნელოვანეს ქვეყანას, რომელიც აღმოსავლეთს და დასავლეთს აკავშირებს და ევროპისთვისვე ქმნის ალტერნატიული ენრეგიის მომარაგების შესაძლებლობებს, სატრანსპორტო, სავაჭრო შესაძლებლობებს, თუ ამას ვერ გავიაზრებთ, თუ საქართელოს ვერ შევუქმნით შესაბამის გარემოს ამ ვითარებაში ევროპული სტაბილურობა თავისთავად ვერ იქნება ბოლომდე შემდგარი. ჩვენ გვყავს ქვეყნები, რომლებიც ამას ნათლად ხედავენ. ამიტომ ჩვენ ველით, რომ რიგაში მოხდება საქართველოს ევროპული არჩევენის ნათლად დაფიქსირება, სამუშაო ჯერ კიდევ განსახორციელებელია“, – განაცხადა მარგველაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები