“ნაციონალური მოძრაობა” “თავისუფალი თაობისგან” ზარალის ანაზღაურებისთვის 12 000 ლარს მოითხოვს – ლადო სადღობელაშვილი პარტიას პასუხობს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” “თავისუფალი თაობისგან” ზარალის ანაზღაურებისთვის 12 000 ლარს მოითხოვს. “თავისუფალი თაობის” თავმჯდომარე, ლადო სადღობელაშვილი აცხადებს, რომ პარტია მის ორგანიზაციას ბანერების დაზიანებაში სდებს ბრალს. სადღობელაშვილი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ კვერცხებისა და საღებავების სროლით ბანერებს ვერ დააზიანებდნენ.
“ახალგაზრდულ ორგანიზაცია „თავისუფალ თაობას “ „ნაციონალური მოძრაობა“ ფულად ვალდებულებას აკისრებს იმ დაზიანებების გამო, რომელიც მათი ოფისის ფასადს კვერცხებითა და საღებავით მიადგა, თუმცა ის თანხა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, კოლოსალური რაოდენობისაა.
მოგეხსენებათ, კვერცხითა და საღებავიანი კვერცხით შეუძლებელია რაიმეს გატეხვა და იმ დონის ზარალის მიყენება, რომელიც შეიძლება 12000 ლარს გაუტოლდეს . ვინაიდან „ თავისუფალი თაობის “ არცერთ აქციაზე გამოყენებული არ იყო რკინის ან რაიმე სხვა მძიმე ნივთები, რასაც ესოდენ დიდი ზარალი შეეძლო გამოეწვია. ამასთანავე, „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნებოდა თანხები, თუ რა დაუჯდათ მათ კვერცხით დასვრილი ფასადის გაწმენდა, არ წარუდგენიათ.
გონივრული ეჭვის საუძველზე ვაცხადებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურად ზრდის თანხებს, ისე როგორც 9 წლის განმავლობაში, ახლაც ავლენს თავის პარტიულ გამომძალველ ბუნებას, ვინაიდან ალოგიკურია ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც სტუდენტებითაა დაკომლექტებული, მოსთხოვო თანხა, რომელიც 12000 ლარს უტოლდება, თანაც უსამართლოდ და არაკანონიერად.
რომ აღარაფერი ვთქვათ მათ დამცინავ ტონზე, როდესაც თანხებში ძირითადად რიცხვი ხუთი ფიგურირებს, მაგალითისათვის ერთი კვადრატული გაზონის აღდგენა – 0. 55 ლარი, კიდევ სხვა ხარჯი -555 ლარი და ასე 5-იანების დაუსრულებელი კომბინაციები, რაც მიზანმიმართული პროვოკაციაა, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციის მისამართად წერია „კახეთის გზატკეცილი, მომავალი მთავრობის ადმინისტრაციის შენობა.“
„ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური ბუნება იმაშიც თვალნათლივ იხატება, როდესაც 24 წლის ჩვენს აქტივისტს, რომელიც დაუსაქმებელია სახლი დაუყადაღეს, კვერცხის სროლისა და საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო, ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ თაზო ჩვეულებრივი ახალგაზრდა არაა, სამწუხაროდ, ის მე-2 ჯგუფის ინავლიდია, რომელსაც არც თუ ისე სახარბიელო ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, სწორედ ასეთი ადამიანებისგან თანხის გამოძალვასაა „ნაცბანდა“ შეჩვეული და ახლაც იგივე ქმედებებით ცდილობას ისედაც სქელი ჯიბის კიდევ უფრო მეტად გასქელებას.
გვსურს კიდევ ერთ მთავრა ფაქტზე შევაჩეროთ ყურადღება, სარჩელი სასამართლოში არასწორად არის შეტანილი და მასზე შესაგებელს აუცილებლად შევიტანთ. სარჩელს თან არ ახლავს საჯარო რეესტრიდან ამონაწერი და საერთოდ, ეს ორგანიზაცია საჯარო რეესტრში არ ფიქსირდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია ოფიციალურად უკვე აღარ ფუნქციონირებს და დიდი ხანია პოლიტიკურ ჭაობში ტივტივებს. მიუხედავა ასეთი ბრალდებებისა „თავისუფალი თაობის“ მისამართით ეს ყოველივე ჩვენ – ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, რათა განვაგრძოთ აქციები მათ წინააღმდეგ და სრულად მოვახდინოთ მათი ლუსტრირება ,ვინაიდან ახალგაზრა „თავისუფალი თაობა “ არის ძალა, რომელიც დაუდგრომელი მებრძოლია ქვეყნის მტრების წინააღმდეგ“,-აცხადებს ლადო სადღობელაშვილი.