ხელვაჩაურში მდინარემ ჩვილის ცხედარი გამორიყა

ხელვაჩაურში მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა მდინარეში ჩვილის ცხედარი იპოვეს. როგორც სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მდინარე აჭარისწყალმა დღენაკლული ჩვილის ცხედარი ნაპირზე გამორიყა. მუშებმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 133-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უკანონო აბორტს გულისხმობს.
“გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 133-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (უკანონო აბორტი). ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის შედეგების მიხედვით შესაძლოა მოხდეს ამ მუხლის 1-ლი ნაწილის გადაკვალიფიცირება სხვა ნაწილზე“-აცხადებენ შსს – ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები