ავტოავარიის გამო რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია

ავტოავარიის გამო რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 148–ე კმ–ზე ავტოავარიის შედეგად ჩაკეტილია გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნული გზის კმ136-კმ157 (ჩუმათელეთი–ხუნევი) მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართვება გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზის გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კორდინაციით“-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
რიკოთის უღელტეხილზე მომხარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა. შემთხვევა 4 მსუბუქი და 1 სატვირთო ავტომობილის შეჯახებამ გამოიწვია. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. საქმე სისხლის სამართლის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები