დავით თევზაძე: აღლუმი თუ დამოუკიდებლობის დღეზეა მიბმული, მაშინ ის 9 აპრილს უნდა იყოს

 საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით თევზაძეს მიაჩნია, რომ აღლუმის ჩატარების კონტექსტი თუ ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხს უკავშირდება, ამ შემთხვევაში, სჯობს 9 აპრილს უნდა ჩატარდეს – აღნიშნული დავით თევზაძემ “მაესტროს” ეთერში განაცხადა.
“26 მაისი არის პირველი რესპუბლიკის დღე, პირველი დამოუკიდებლობის დღე, მაგრამ იმ ქვეყანაში ჩვენ არ ვცხოვრობთ, ის ქვეყანა დამთავრდა 1921 წელს. ქვეყანა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დაიბადა 1991 წლის 9 აპრილს. ანუ თუ დამოიკიდებლობის დღეზეა მიბმული აღლუმი, მაშინ ის უნდა იყოს 9 აპრილს. თუ არა და, არჩეულ უნდა იქნეს რაღაც დღე, რამე სიმბლოლური მნიშვნელობის მქონე თარიღთან მიმართებაში”, – განაცხადა დავით თევზაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 და 26 მაისს, თბილისში სამხედრო აღლუმი არ გაიმართება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, 26 მაისს აღლუმი არ იქნება, მაგრამ იქნება ფიცის დადების ცერემონია, რისი ტრადიციაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მთავრობამ დაამკვიდრა და ის თავისუფლების მოედანზე გაიმართება. ასევე, მისივე თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები