ყოფილ სტუდქალაქში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ბაგებში, ყოფილი სტუდქალაქის შენობის ლიფტის შახტაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი დაზარალებული ქირურგიის ეროვნულ ინსტიტუტში გადაიყვანეს – ამის შესახებ „კვირას“ ინფორმაცია სასწრაფო – სამედიცინო ცენტრის პრესსამსახურიდან მიაწოდეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ბაგებში, ყოფილი სტუდქალაქის შენობის ლიფტის შახტას ცეცხლი გაუჩნდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მისულმა სამაშველო და სახანძრო ბრიგადებმა მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოახერხეს. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები