შსს-ს მაშველებმა შატილში ახალგაზრდა გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები შატილში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს გუშინ საღამოდან ახორციელებდნენ. შს სამინისტროს ცნობით, 21 აპრილს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ შატილში, ტყეში ფიჩხის შესაგროვებლად წასულ ახალგაზრდას ხე დაეცა და კლდიდან დაგორდა. მას მენჯ-ბარძაყის და წვივის არეში მოტეხილობები აღენიშნებოდა. დაშავებული კლდიდან სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ჩამოიყვანეს.
“განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს 10-კაციანი სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა თბილისიდან. მათ დაზარალებულისთვის შატილში ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები წაიღეს. უამინდობის გამო ვერ მოხერხდა ვერტმფრენით გადაფრენა, რის გამოც, მაშველებს თოვლში, დახლოებით 50 კილომეტრი ფეხით მოუწიათ სიარული. ამინდის გაუმჯობესებისთანავე, დღეს შესაძლებელი გახდა სამაშველო სამუშაოს განახლება და მაშველებმა დაზარალებული თბილისში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოიყვანეს“, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები