თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
“თელასის” ცნობით, ავარიის პრევენციის მიზნით, 02:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდუბის რაიონს, კერძოდ, აკაკი წერეთლის გამზირის, სტანისლავსკის, ერისთავის და ტრანსპორტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ლუბლიანას და ტერევერკოს ქუჩების მაცხოვრებლებს. ასევე შეზღუდვები იქნება ჩუღურეთის რაიონში. 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: არსენალის მთის, ახალი არსენალის I, II ქუჩების, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, მახათას, ჩეჩელაშვილის, ცაიშის, მნათობის, ლამის, სიღნაღის, ბაგრატიონის, თამარაშვილის, პისარევის, სააკაძის, ეკატერინე ჭავჭავაძის, ძეგამის, გუმათის, ახუთის, დავითაშვილის, დიღომბარის, ჯაბაურის, თამარაშენის, ბერიაშვილის, სიღნაღის, პაატა სააკაძის, ასხინის, ქვალონის და მარუაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის, ჰოსპიტლის შესახვევის, უზნაძის, ტეტელაშვილის, მარჯანიშვილის და ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სააქციო საზოგადოება “თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ ნაძალადევის რაიონის, კერძოდ, ზეკარის, ასურეთის, სვირის, ლისაშვილის, სანავარდოს, დარკვეთის, კიშინიოვის, თოდრიას, ლუბოვსკის, მირზაანის, წერონისის, ლაითურის და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს. გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების IV კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, გია რომელაშვილის, ურეკის, ჟღენტის, ხვანჭკარას, ტყიბულის, ცოდნისკარის, შატილის, ძმები გრიშაშვილების ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის, ძმები გარიშვილების, სადმელის, სამოცდამეშვიდე, სამოცდამეცამეტე, კაკაბაძის, ამირანაშვილის, ველისციხის, სიხარულიძის, გამყრელიძის, გარიყულის და თიანეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვები იქნება დიდგორის რაიონში – დაბა კიკეთში. ასევე 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონში თავისუფლების მოედნის, რუსთაველის გამზირის, პუშკინის, სოფიკო ჭიაურელის, თუმანიშვილის, ნიკოლაძის, მელიქიშვილის და შიო მღვიმელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
თელასის ცნობით, გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაკის რაიონს, კერძოდ, ნინო ჟვანიას ქუჩის მაცხოვრებლებს. ასევე ისნის რაიონში 11 საათიდან 17 საათამდე მეველეს და გუდარეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ საბურთალოს რაიონში იყალთოს მთის, ფან-ციციშვილის, ჩაილურის, ნატახტარის, ტეხურის, ტუსკიას, ქარელის, ბაკურციხის, წინაუბნის და იყალთოს ქუჩების მაცხოვრებლებს.
თელასის ცნობით, ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება სამგორის რაიონსაც.
გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, ჭიჭინაძის და წურწუმიას ქუჩების მაცხოვრებლებს. 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონს, კერძოდ, მუხიანის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები