„ბარაკ ობამამ მითხრა, რომ შემიძლია ნებისმიერ დროს დავურეკო“
ბარაკ ობამამ მითხრა, რომ ის 24-საათიან მეგობრობას მთავაზობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში აღნიშნავს. მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა შეხვედრისას მზადყოფნა გამოთქვა, პრემიერს ნებისმიერ დროს რჩევა მისცეს, ან დაეხმაროს.
„ბარაკ ობამამ მითხრა, რომ ის 24 -საათიან მეგობრობას მთავაზობს და ნებისმიერ დროს მზად არის, დავურეკო და დახმარება თუ რჩევა ვთხოვო “,- აცხადებს პრემიერი.