იურიდიულ საკითხთა კომისიაში, „Tedo kobakhidze official”– ვებგვერდით დაკავშირებულ მოქალაქეთა მიღება გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაში, სოციალურ ქსელ ფეისბუქის ოფიციალური გვერდის: „Tedo kobakhidze official“-ის საშუალებით დაკავშირებულ მოქალაქეთა მიღება გაიმართა. მოქალაქეები, რომლებიც „Tedo kobakhidze official“-ის მეშვეობით კომისიას დაუკავშირდნენ, კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ მიიღო.
თითოეულთან გამართული ინდივიდუალური შეხვედრისას, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მოქალაქეთა საჭიროებების, ინიციატივებისა და წინადადებების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა და მათ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა. მიღებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მესხთა ახალგაზრდული კავშირის“ თავმჯდომარე, ალექსანდრე ბეგიაშვილი იმყოფებოდა, რომელიც მესხთა სამართლებრივი უფლებების დაცვისა და რეპატრიაციის საკითხებზე მუშაობს. ბეგიაშვილი თედო კობახიძეს გლდანის რაიონში მცხოვრები მესხების საკითხზე და მათ საჭიროებებზე ესაუბრა.
კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე ბეგიაშვილს დღესვე უშუამდგომლა და ის დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს ზაალ სარაჯიშვილს შეახვედრა.
თედო კობახიძესთან მიღებაზე მოქალაქეებმა აღნიშნეს, რომ სოციალურ ქსელში ვებგვერდის „Tedo kobakhidze official“-ის მეშვეობით, ისინი, მათთვის საჭირო საკითხებზე, დროის უმოკლეს ვადაში ახერხებენ საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიასთან დაკავშირებას, რაც მათთვის კომისიასთან ურთიერთობას გამარტივებულსა და მისაწვდომს ხდის. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაში აღნიშნულ ფორმატში შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში ოფიციალური გვერდი „Tedo kobakhidze official“ უკვე რამდენიმე თვეა არსებობს და მას 4000-ზე მეტი მომწონებელი ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები