რიმა ბერაძემ ჩუღურეთის რაიონში მიმდინარე გამაგრებითი სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები დაათვალიერა.
დეპუტატი წინამძღვრიშვილის ქ.N31 და N123, სუნდუკიანის N62-სა და გალის ქ. N3 გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობას, ასევე რომის ქუჩაზე გზის საფარის დაგების პროცესს პირადად გაეცნო და სამუშაოების შესრულების ხარისხთან დაკავშირებით მოსახლეობის დადებითი შეფასება მოიმინა.
„ასეთი ბიუჯეტი, რომელიც ჩუღურეთის რაიონის სპეციფიკურ საჭიროებებზეა მორგებული, რაიონს ჯერ არ ჰქონია. მოგეხსენებათ, რომ რაიონში ძალიან ბევრი ავარიული სახლია, რომელიც სასწრაფო გამაგრებას საჭიროებს და, აქედან გამომდინარე, ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ ამგვარი სამუშაოებისკენაა მიმართული“,-განაცხადა რიმა ბერაძემ.
მანვე დღეს საკუთარ ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელიც ადამიანებისთვის საცხოვრებელი პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ასევე ფულის დაზოგვის მიზანს ემსახურება.
მისი თქმით, თანხა, რომელიც ბიუჯეტიდან მათი ქირის გადასახდელად იხარჯება, სასურველია, ერთიანად გამოიყოს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ბინათმშენებლობას მოხმარდეს. „ამჟამად, აღნიშნული ინიციატივა განხილვის პროცესშია. რაც შეეხება გამაგრებით სამუშაოებს, წელს მოსახლეობის პირობები ჩვენ 5–10%-ით გავაუმჯობესეთ. სოციალურად დაუცველი ოჯახები კი აღნიშნულ პროგრამაში ყველანაირი გადასახადიდან თავისუფლდებიან, რადგან მათ წილ თანხას მთლიანად სახელმწიფო ფარავს“, – განაცხადა რიმა ბერაძემ და აღნიშნა, რომ დაკმაყოფილებული 160 განაცხადიდან სამუშაოები 153 ობიექტზე მიმდინარეობს.
ამ დროისთვის  კი 62 ობიექტი უკვე დასრულებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები