ევროპაში შობადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოში დაფიქსირდა

გაეროს მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია შობადობის ერთ-ერთი ყევლაზე მაღალი მაჩვენებელი. დემოგრაფიის საკითხებში ცნობილი ექსპერტის დოქტორ რალფ ხაკარტის კვლევა 2014 წლის მეორე ნახევარში ჩატარდა. „კვლევების მიხედვით, შობადობის დღევანდელი კოეფიციენტი – 2,0 ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ის შესაძლებელი გახდა სწორი პოლიტიკის გატარების, სახელმწიფო მხარდაჭერის და ინვესტიციების ხარჯზე, ოჯახის დაგეგმვის სერვისებთან წვდომის გაუმჯობესების მეშვეობით, რამაც გამოიწვია აბორტების რიცხვის შემცირება და ქალების ჯანმრთელობის გაუმჯობესება“, – ნათქვამია გაეროს კვლევაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები