ჟურნალისტების საყურადღებოდ – MERCEDES BENZ FASHION WEEK TBILISI-ზე აკრედიტაცია დაიწყო

ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფებისთვის MERCEDES BENZ FASHION WEEK TBILISI-ზე აკრედიტაცია დაიწყო. აკრედიტაციის გავლა AP STUDIO-ს ვებ გვერდზეა შესაძლებელი – http://www.apphotostudio.com/mercedes-benz-fashion-week-tbilisi/
MERCEDES BENZ FASHION WEEK TBILISI-ის ორგანიზატორების განცხადებით, ჟურნალისტები და ფოტოგრაფები კვირეულზე მხოლოდ აკრედიტაციის დასტურის შემთხვევაში დაიშვებიან. აკრედიტაციის შევსების ბოლო ვადა 26 აპრილია.
2015 წლის 1 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით, თბილისში მოდის კვირეული MERCEDES BENZ FASHION WEEK TBILISI გაიმართება. მოდის კვირეულის ფარგლებში თბილისი როგორც ქართველ, ასევე სხვადასხვა ქვეყნის დიზაინერებს უმასპინძლებს. მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარდება ორი საერთაშორისო პროექტი ხელოვნების ფესტივალი ArtGeorgia და საერთაშორიოსო კონკურსი Benext.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები