თბილისში „მაზერატის“ უახლესი ავტომობილების პრეზენტაცია წარმატებით დასრულდა (ფოტოკოლაჟი)
თბილისში, იტალიური ბრენდის “მაზერატის” მოდელის უახლესი ავტომობილების Maserati Ghibli-სა და Maserati Quattroporte-ის პრეზენტაცია წარმატებით დასრულდა. ღონისძიების ორგანიზატორი “ომეგა ჯგუფი“ იყო. აღსანიშნავია, რომ “ომეგა ჯგუფი“ თითქმის სრულად მოიცავს საავტომობილო ბაზრის ყველა სეგმენტს, მათ შორის, BMW-ს, MINI-ს, IVECO-ს, OPEL-ს, SHEVROLET-ს და ახლა უკვე პრემიუმკლასის საავტომობილო ბრენდს MASERATI -საც.
შოურუმში წარმოდგენილი მანქანების საშუალო ღირებულება 61 ათასი ევროდან იწყებოდა. როგორც აღმოჩნდა, ავტომობილის ყიდვის მსურველები უკვე გამოჩნდნენ.
“მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი დონის ოფიციალური პრეზენტაცია საქართველოში პირველად ტარდება, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ პრეზენტაციამ ძალიან კარგად ჩაიარა, შოურუმში წარმოდგენილი მანქანები, რომლებიც გამორჩეულია თავიანთი ხარისხითა და კლასით, საქართველოში გაიყიდება. მსურველებიც უკვე გამოჩნდნენ”,- განაცხადა “ომეგას” მარკეტინგის მენეჯერმა.
შეგახსენებთ, „მაზერატი“ პრემიუმ კლასის ექსკლუზიური საავტომობილო ბრენდია. შესაბამისად სეგმენტი, რომელზეც „მაზერატის“ მოდელებია გათვლილი, არის ყველა ის თავდაჯერებული, წარმატებული და დახვეწილი ადამიანი, რომელმაც ძალიან კარგად იცის საკუთარი თავის ფასი და სტატუსი. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში შოურუმის გახსნაც იგეგმება, თუმცა ეს ზაფხულში მოხდება. მანამდე კი ავტომობილით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს მოდელების ნახვა და შეძენა, ასევე „მაზერატის“ სერვისცენტრით სარგებლობა შეუძლია შემდეგ მისამართზე: დავით აღმაშენებლის მე-10 კმ, 0131, თბილისი, საქართველო.