რა გახდა “ღუდუშაურში” მშობიარე ქალის გარდაცვალების მიზეზი – ოჯახის პირველი კომენტარი

ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გარდაცვლილი 29 წლის თამარ ქუქიშვილის ოჯახის წევრები “კვირასთან” პირველ კომენტარს აკეთებენ.

როგორც გარდაცვლილის დედამთილი ციური ჯანელიძე აცხადებს, თამარ ქუქიშვილს სამი შვილი დარჩა. ორი ვაჟის შემდეგ, 20 მარტს ოჯახს გოგონა შეეძინა. იმ დილით, საკეისრო კვეთის შემდეგ ბარბარე გაჩნდა. პატარა 2 კილოსა და 900 გრამს იწონიდა. ბარბარე უკვე სამი კვირისაა. დედის გარეშე დარჩენილი ბარბარე ხელოვნური კვებით იზრდება და უკვე 800 გრამი მოიმატა.

როგორც „კვირას“ ციური ჯანელიძემ განუცხადა, თამარ ქუქიშვილის ფეხმძიმობა 9 თვის განმავლობაში ნორმალურად მიმდინარეობდა. ორსული კონსულტაციაზე გლდანში, სამშობიარო სახლ „ნინოს“ გინეკოლოგთან დადიოდა.
„ორსულობის პერიოდში კონსულტაციაზე სამშობიარო სახლ „ნინოს“ გინეკოლოგთან ეკა გაგუასთან გადიოდოდა. თითქმის ყველა გამოკვლევა ჩაიტარა. 9 თვე ისე გაიარა, ვირუსი არ შეხვდრია. ჩემი რძალი მესამე შვილს ელოდებოდა. სახლში ორი ბიჭი გვყავს 4-5 წლის. მშობიარობამდე, რამდენიმე დღით ადრე ბიჭებს ვირუსი დაემართათ და მაღალი სიცხე ჰქონდათ. ჩემს რძალს, ბავშვებისგან გადაედო ეს ვირუსი. ახველებდა, პირღებინება და დაბალი სიცხე ჰქონდა. მეორე დღესვე ეკა გაგუას მიაკითხა. ექიმმა გადასხმები დაუნიშნა, მაშინვე ვიცოდით, რომ ჩემს რძალს ფილტვების ანთება დაემართა.
ამავე კლინიკაში სამშობიარო ბლოკიც არის. თავიდანვე ამ საავადმყოფოს იმიტომ მივაკითხეთ, რომ მანდ უნდა ემშობიარა. 9 თვე სულ ყურადღების ქვეშ იყო. 18 მარტს სწორედ ამ საავადმყოფოში დავაწვინეთ, მაგრამ მორიგე ექიმმა გვირჩია, ჩემი რძალი ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაგვეყვანა. იმავე საღამოს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის საავადმყოფოში წაიყვანა. საკეისრო კვეთა 20 მარტს გადაწყდა. გოგონა გაგვიჩნდა.11092651_10205018944330997_1769682099_n ოპერაციის შემდეგ, მეორე დღეს ჩემმა შვილმაც ნახა. მაგრამ იმის შემდეგ, სულ ეძინა მდგომარეობიდან ვერც კი გამოვიდა. თამარის ჯანმრთელობის მდგომარეობას როცა ვკითხულობდით, გვეუბნებოდნენ, რომ ტკივილგამაყუჩებელს ვუკეთებთო და სულ ეძინა. თამარი ბზობის დღესასწაულის წინა დღეს, 4 აპრილს გარდაიცვალა”, – აღნიშნა ციური ჯანელიძემ. 11118754_935449273144233_1360771176_n

„კვირა“ თამარ ქუქიშვილის მკურნალ ექიმს ეკა გაგუას დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარისაგან თავი შეიკავა.
„როგორ არ ვიცი თამარ ქუქიშვილი, ჩემი პაციენტი იყო. მაგრამ ახლა როგორ დაგელაპარაკოთ, იცით რამდენი პაციენტი მყავს? ყველას ისტორია ხომ არ მეხსომება. ან ვინ ხართ, როგორ გენდოთ, რომ თქვენ ჟურნალისტი ხართ. მით უფრო ჟურნალისტებთან პაციენტის მდგომარეობაზე როგორ ვილაპარაკო? თქვენ სამედიცინო ტერმინოლოგია არ იცით და მედიცინის არც არაფერი გაგეგებათ. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ჯანდაცვის სამინისტროს კომისია შეისწავლის, თქვენ რაზე გელაპარაკოთ?! “ – აღნიშნა სამშობიარო სახლ „ნინოს“ გინეკოლოგმა ეკა გაგუამ.

აღსანიშნავია, რომ სამშობიარო სახლი „ნინო“ გლდანში მდებარეობს. კლინიკა ნინო კაკულიას ეკუთვნის. გინეკოლოგი ეკა გაგუა, სწორედ ამ კლინიკის დირექტორისა და მფლობელის შვილია. რაც შეეხება, 29 წლის თამარ ქუქიშვილის ობლებს, მათ ბებია და მამიდა ზრდის. თამარ ქუქიშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, ჯანდაცვის სამნინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტომ ინფორმაცია უკვე მიიღო. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია სამი შვილის დედის გარდაცვალების ფაქტს შეისწავლის. კომისიის დასკვნის მიხედვით, გაირკვევა რომელი ექიმის უპასუხისმგებლობითა და დაუდევრობით დაიღუპა 29 წლის თამარ ქუქიშვილი.

„ვის უნდა ვუჩივლოთ, ჩემს თამუნას რაღა ეშველება, ერთი ბედნიერი ოჯახი ასე გამიუბედურდა. შვილებს გავზრდით, მაგრამ თამუნას რა ეშველება. თუ ვინმეს ბრალია, ჩემი რძლის გარდაცვალება, იმას უფალი ისედაც არ შეარჩენს“, – აღნიშნა ღუდუშაურის საავადმყოფოში გარდაცვლილ 29 წლის თამარ ქუქიშვილის დედამთილმა ციური ჯანელიძემ.

იზა  შაქარაშვილი 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები