იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე დევნილი ოჯახებისათვის განაცხადების მიღება დაიწყო

 

დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადების მიღება 2015 წლის 14 აპრილიდან დაიწყო და 2015 წლის 1 მაისამდე გაგრძელდება. დევნილთა სამინისტროს ცნობით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2015 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ ფაქტიურ საცხოვრებელს.

“იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის არაუმეტეს 20 000 ლარი. დევნილი ოჯახები, რომლებსაც სამინისტრო იპოთეკურ სესხს დაუფარავს, N320 ბრძანების შესაბამისად, სოციალური კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევიან. იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე მიღებულ განაცხადს თან უნდა ერთვოდეს: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება; ბ) იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი საფინანსო დაწესებულებიდან უფლებამოსილი პირის დამოწმებით გაცემული ამონაწერი გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე; გ) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ამონაწერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, რომელშიც ასახული უნდა იყოს იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკის ვალდებულება. განაცხადები მიიღება შემდეგ მისამართებზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. N16 ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N87 ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27 რუსთავი, ვახუშტის ქ. N8“,-აღნიშნულია დევნილთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები