ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებს სპეციალური წერილით მიმართა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებს სპეციალური წერილით მიმართა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ბერუჩაშვილის თქმით, პრემიერის წერილში აღნიშნულია, რომ უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად, ასევე გათვალისწინებული იყოს და აუცილებელია დისკუსია საქართველოს ევროპული მომავალის შესახებ.
“დღეს ბრიუსელში იკრიბება სპეციალური ევროკავშირის საბჭოს სხდომა ქვეყნების მეთაურების დონეზე. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერმა სპეციალური წერილით მიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებს, რომ უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად, ასევე გათვალისწინებული იყოს და აუცილებელია დისკუსია საქართველოს ევროპული მომავალის შესახებ, რომელიც მზად არის და ნათლად აკეთებს დემონსტრირებას, გააღრმავოს და განავითაროს ევროპული რეფორმები. ასევე მზად არის, არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვიოს ევროპულ არჩევანს. ამ პროცესში საქართველოს სჭირდება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა, სოლიდარობა და რასაკვირველია, ევროპული პერსპექტივა იქნებოდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები