ირაკლი შიხიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში პირველ ნომრად ყოფნას უარყოფს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში პირველ ნომრად ყოფნას უარყოფს.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ირაკლი შიხიაშვილის თქმით, ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო სიაში მისი ყოფნის შესახებ გავრცელდა, არის სიცრუე.
„ძალიან გთხოვთ, მჩხიბავებისა და მისნების თემაზე ნუ მელაპარაკებით. არ ვყოფილვარ და ყველა ის ინფორმაცია, რაც ამის შესახებ იყო ნათქვამი, არის ტყუილი,“ – განაცხადა შიხიაშვილმა.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ასევე იყო საუბარი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში გია უდესიანის ჩასმასთან დაკავშირებით, ირაკლი შიხიაშვილი ამბობს, რომ ეს კიდევ უფრო დიდი ტყუილია.
“უდესიანის თემა – ეგ უფრო ტყუილია, უბრალოდ ძალიან მაოცებს იმ ადამიანების ფანტაზიების უნარი. სამწუხაროდ, ამას ფანტაზიაც აღარ ჰქვია – ბოდვაა“, – განუცხადა ჟურნალისტებს უდესიანმა.