სოზარ სუბარი: “ნაციონალური მოძრაობა” ბოდავს

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას გამოეხმაურა. მინისტრმა უსაფუძვლო უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ხარვეზებია დევნილებისთვის ფართების გადაცემის პროცესში. სუბარი საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზებას არ იღებს და ის პარლამენტში მისვლას არ აპირებს.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ყველა კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შეირჩევიან ოჯახები, სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ უკვე განსაზღვრა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ბოდავს. თუ როგორ უნდა გაიცეს დევნილებზე სახლები, კრიტერიუმი პირველად შემოვიდა სწორედ ჩვენი გამარჯვების შემდეგ. მანამდე ერთადერთი კრიტერიუმი იყო, მინისტრი რას გადაწყვეტდა. ფართების გადაცემის პროცესი ძალიან მკაფიო კრიტერიუმების დაცვით მიმდინარეობს”, – აცხადებს სოზარ სუბარი და „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, თუ რამე ინფორმაცია აქვთ დარღვევების შესახებ მიაწოდონ სამინისტროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები