შს მინისტრი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იბრაჰიმ რაჰიმპოურს შეხვდა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.