ალექსი პეტრიაშვილი გერმანიის პარლამენტარს შეხვდა

  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრს მარილუიზე ბეკს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკა განიხილეს, ასევე, ვრცლად ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლასა და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე. მარილუიზე ბეკმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ძლიერი მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით.
ალექსი პეტრიაშვილმა გერმანელ პარლამენტარს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლებისა და საოკუპაციო ხაზის სირღმეში გადმოწევის შესახებ. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ასევე, ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მიმართულია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნდობის აღდგენისაკენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები