მაია ფანჯიკიძე ვანუატუს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში ვანუატუს პრემიერ-მინისტრს, მოანა კალოსილს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს თავიანთი სურვილი, განავითარონ ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში.