ქანთარია “ნაციონალებს“: ჩვენ გვყავს ექიმები უმრავლესობაში და დაგეხმარებიან

  „ვუნდერკინდი“ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაიწყო სახიფათო პარალელების ძებნა ჩვენს ხელისუფლებასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შორის – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა. დეპუტატმა ოპოზიციას სახიფათო განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
„ვუნდერკინდი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაიწყო სახიფათო პარალელების ძებნა ჩვენს ხელისუფლებასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შორის. ამბობენ, ვანო მერაბიშვილი ისე გამოვა, როგორც იულია ტიმოშენკო გამოვიდა. საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება იანუკოვიჩის კვალს. თუ ამაზე ხუმრობთ, მაშინ თვალი მაინც ჩაგვიკარით, ხოლო თუ ამას მართლა ამბობთ, მაშინ გეკითხებით, როგორ ხართ? რამე ხომ არ გჭირდებათ? ჩვენ გვყავს ექიმები უმრავლესობაში და დაგეხმარებიან, თუ არა და აგერ ბატონი გიგი და დაგეხმარებათ“, – მიმართა ქანთარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და გიგი წერეთელზე მიუთითა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები