ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

   საქართველოს პრემიერ-მინისტი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. როგორც „კვირას“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველო-თურქეთის ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. თურქეთის ახალმა ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თურქეთის ხელისუფლების სახელით მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა და ერთობლივი პროექტები წარმატებით გაგრძელდება.
ზექი ლევენთ გუმრუქჩუ საქართველოში თურქეთის ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია. მან ამ თანამდებობაზე მურათ ლევენთ ბურჰანი შეცვალა, რომელმაც დიპლომატიური მისია ცოტა ხნის წინ დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები